IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.

გამოკითხვაში ლიდერობენ შემდეგი პოლიტიკოსები:

დავით ბაქრაძე – დადებითი 53%, უარყოფითი 40%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.

გიორგი მარგველაშვილი – დადებითი 52%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 5%.

კახა კალაძე – დადებითი 50%, უარყოფითი 44%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 4%.

დავით სერგეენკო – დადებითი 49%, უარყოფითი 39%, არ მსმენია 5%, არ ვიცი 7%.

გიორგი კვირიკაშვილი – დადებითი 41%, უარყოფითი 52%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარება” არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკის ხარვეზს
შემდეგი სტატია“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ,“ – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს