ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის, ვერ ჩაერთვება – შოთაძე სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა მთავარმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ისევ ძალაშია და მზად არის დავით სარალიძის მამას სამუშაო ფორმატში შეხვდეს.

„ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს წინადადება დღესაც ძალაში არის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შეხვედრამდე და შეთანხმებული ვიყავით რომ ზაზა სარალიძე უნდა მოსულიყო მის ადვოკატ ლონდარიძესთან ერთად და ორივეზე საშვი დაშვებული იყო.

“ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სამუშაო შეხვედრა, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ სახელებზე გვარებზე, კონკრეტულ არასრულწლოვნებზე, რომელბმაც ჩაიდინეს გარკვეული ქმედებები და მონაწილეობა მიიღეს გარკვეულ ინციდენტებში, შესაბამისად, ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ან ადვოკატი, ან დაზარალებული, ან ბრალდებული ან მათი ადვოკატი ვერ ჩაერთვება ამ საქმეში,“-აცხადებს ირაკლი შოთაძე.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ იწყება გამოძიება ორი ბრალდებულის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების საფუძველზე, სადაც ისინი დანაშაულში სხვა პირების მონაწილების შესახებ საუბრობენ, შოთაძე აცხადებს, რომ მათ გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურასთან არ ითანამშრომლეს. შოთაძე ამბობს, რომ სასამართლო შეაფასებს, რამდენად დასაშვებია მათი ჩვენებები.

„ექვსი თვე არის გასული მას შემდეგ, რაც ეს პირები დაკავებულები არიან. მათ თუ უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა ამის შესაძლებლობა ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ. მათ ნახეს ყველა გამოკვლეული მტკიცებულბა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ეს ჩვენება. ჩვენ შევაფასებთ ბრალდებულების ჩვენებას, მოვისმენთ დაცვის მხარის პოზიციას ამ ჩვენებთან დაკავშირებით და ვნახავთ სასამართლო როგორ შეაფასებს ამ ჩვენებს,“-აცხადებს ირაკლი შოთაძე.

banner
წინა სტატიაში“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ,“ – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიათუ ასადის გადაწყვეტილების შესახებ საგარეო უწყებამ მედიისგან გაიგო, დასტურდება უწყების უსაქმურობა და უპასუხისმგებლობა – ბოკერია