უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემი გატაცებისთვის ევროპულ სასამართლოში კომპენსაციას მოვითხოვ

მიხეილ სააკაშვილი მისი გატაცების გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს – „ჩვენ ახლა ვამზადეთ სარჩელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ბანდიტიზმისთვის, თავდასხმასა და ადამიანის გატაცებისთვის. მათ მე გამიტაცეს. ეს ოფიციალურად დადასტურებულია.
ჩვენ ასევე ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ მოქალაქეებს ყოველდღიურად“ – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – ახმედ ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთიდან შემოვიდა
შემდეგი სტატია“ენმ” რუსეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს