სუს-ი – ახმედ ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთიდან შემოვიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და 21-22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში თურქეთიდან, კირნათი-მარადიდის საზღვრის მწვანე ზოლის მონაკვეთით შემოვიდნენ.

კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. ორივე სოფელი კირნათი და მარადიდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია და მათ მდინარე ჭოროხი ჰყოფს.

საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის მიხედვით, ტერმინი „მწვანე საზღვარი“ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება. ამავე სტრატეგიის მიხედვით, იმისთვის, რომ აღიკვეთოს სასაზღვრო შემოწმების გარეშე პირთა მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, მწვანე მონაკვეთზე საზღვრის მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს.

სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის მიზანი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლის მონაცემებში ინფორმაცია თბილისში ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვის შესახებაცაა
შემდეგი სტატიაუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემი გატაცებისთვის ევროპულ სასამართლოში კომპენსაციას მოვითხოვ