“ენმ” რუსეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმებას ეხება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის შეთანხმების გაფორმებას მხარეები 2011 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა რუსეთი ქართული მხარის პირობებს არ თანხმდებოდა.

ოპოზიციური პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების სანაცვლოდ ქართული მხარე გარკვეულ დათმობებს დათანხმდა.

„ისმის კითხვა – რა შეიცვალა? რატომ ხდება დღეს შესაძლებელი, რომ 7 წლის თავზე მთავრობა აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი არ ეწერებოდა. ხომ არ აქვს ადგილი პირობების შეცვლას, იმიტომ, რომ თუ ტრანზიტზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ხომ არ წავიდა საქართველოს ხელისუფლება დათმობებზე ოკუპანტთან, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება, რუსეთი რატომ უნდა დათანხმდეს ამ ხელშეკრულებას და ხომ არ მზადდება რეალურად ნიადაგი იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიწყოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემი გატაცებისთვის ევროპულ სასამართლოში კომპენსაციას მოვითხოვ
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის მოადგილე – ზვიად რატიანის საქმეზე მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია