უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, სტეპან პოლტორაკმა, სხდომაზე ჩაძინებული გენერალი გაათავისუფლა. შეკრება სამხედრო უწყებაში რეფორმებს შეეხებოდა – შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. “ეს-ეს არის პოლტორაკმა რეფორმის კომიტეტის სხდომაზე გენერალი გაანთავისუფლა, რომელსაც ეძინა. “რა რეფორმებზეა საუბარი, როცა გენერლებს ძინავთ” – თქვა მინისტრმა” – წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალინა ფროლოვა.