ტრამპს თანაპარტიელები მაკკეინი და შვარცნეგერი ხმას არ აძლევენ

14614279_654274334732757_1444049166_oრესპუბლიკელები ჯონ მაკეინი და არნოლდ შვარცნეგერი, იმ შემთხვევაში თუ ტრამპის კანდიდატურა არ შეიცვლება არჩევნებამდე დარჩენილ დროში, მისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ.
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის მიმართ თანაპარტიელთა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი, მის მიერ ადრე და ბოლო დროს გაკეთებული სექსისტული გამონათქვამებია, რომლითაც ის ქალბატონებს შეურაცხყოფას აყენებს. Wall Street Journal-სა და Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ ტრამპის გამონათქვამებში, სადაც ის ქალებთან საკუთარ მიღწევებზე და მათთან ურთიერთობაზე დამამცირებლად საუბრობს, მიუღებელი გახდა მისი ტანაპარტიელებისათვის. რესპუბლიკელების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკ პენსმაც კი აღშფოთება გამოხატა ტრამპის გამონათქვამებზე.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა, ცოტა ხნის უკან უკვე მოიხადა ბოდიში თავისი გამონათქვამების გამო, თუმცა კანდიდატურის მოხსნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სენატორები ჯონ მაკკეინი და არნოლდ შვარცნეგერი, ტრამპის ბოდიშის მიუხედავად მისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ.
,,მას შემდეგ, რაც 1983 წელს აშშ-ს მოქალაქე გავხდი. ეს იქნება პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მე რესპუბლიკელების კანდიდატს მხარი არ დავუჭირე,, განაცხადა შვარცნეგერმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ,,რუსთავი-2,, არჩევნების დასრულების მერე ჩართეს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: არჩევნების შედეგები სამწუხაროა, საშიში და ცოტა პატრონყმულიც