ტრამპმა კრუზს პირველ საარჩევნო კოკუსზე ვერ გაუსწრო

ტრამპმა კრუზს პირველ საარჩევნო კოკუსზე ვერ გაუსწრო

ტრამპმა კრუზს პირველ საარჩევნო კოკუსზე ვერ გაუსწრორესპუბლიკელების პირველ საარჩევნო კოკუსზე, რომელიც აიოვაში გაიმართა, სენატორმა ტედ კრუზმა ხმების 28% აიღო მაშინ, როცა ფავორიტად მიჩნეულმა დონალდ ტრამპმა მხოლოდ 24% – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
დემოკრატებიდან აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვერმონტ ბერნ სანდერსს უმნიშვნელო მაჩვენებლით გაუსწო – 49,9% 49,6%-ის წინააღმდეგ.
პირველი კოკუსის შედეგების თანახმად, არჩევნებს გამოეთიშნენ მერილენდის ყოფილი გუბერნატორი დემოკრატი მარტინ ო მელი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი რესპუბლიკელი მაიკ ხაკაბი.
2016 წლის ივნისში დემოკრატები და რესპუბლიკელები ეროვნულ კონვენტს ჩაატარებენ, სადაც პარტიის მიერ არჩეული კანდიდატები წარდგებიან. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში საგანგებო რეჟიმს აცხადებს