თურქეთში პუტჩის გამო კიდევ 4,5 ათასი ადამიანი გაანთავისუფლეს

თურქეთის ხელისუფლებამ წმენდის შედეგად, რომელიც 2016 წლის ზაფხულში მომხდარი სახელმწიფო გადატრაილების მცდელობის შემდდეგ მიმდინარეობს, კიდევ 4464 ადამიანი დაითხოვა სახელმწიფო სამსახურებიდან. მათ შორის 2585 განათლების სამინისტროს თანამშრომელია, 893 – ჟანდარმერიის. ამასთანავე, ვრცელდება, რომ 17 თანამშრომელი, რომელიც ადრე განთავისულებული იყო, სამსახურებში ისევ აღადგინეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს 230 ადამიანი დაიღუპა, 2,1 ათასმა დაზიანებები მიიღო. პუტჩის შემდეგ 81 ათასზე მეტი ადამიანი სამსახურებიდან დაითხოვეს ან გადააყენეს, დაიხურა 130-მდე მედია საშუალება, ამბოხების მცდელობის საქმეზე 32 ათასი საქმის ფიგურანტი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთისათვის სანქციების მოხსნას გაართულებს
შემდეგი სტატიასტრიპტიზ კლუბების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი- ევროპული საქართველო პრემიერის არაადეკვატურობაზე საუბრობს