(video) თურქეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტს თავს დაესხნენ

სტამბულში შეიარაღებული მამაკაცი შეეცადა ჟურნალისტი ჯან დიუნდარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოეკლა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მცდელობას ადგილი სასამართლოს შენობასთან ჰქონდა. ჟურნალისტი არ დაშავებულა, მაგრამ ფეხში მსუბუქი ჭრილობა მიიღო NTV-ს კორესპონდენტმა იაგიზ შენკალმა, რომელიც ასევე სასამართლოდან გამოდიოდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა მაშინ ისროლა, როცა ჟურნალისტები შენობიდან გამოდიოდნენ. ბოროტმოქმედი დაკავებულია და მიმდინარე მომენტში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

დიუნდარი ცნობილი თურქული გაზეთის Hürriyet-ის რედაქტორია. ის და გაზეთის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელი ერდ გიული გასული წლის ნოემბერში დაკაევბული იყვნენ სტატიის გამო, სადაც ისლამისტების მიერ სტამბულში იარაღის შემოტანაზე იყო საუბარი.

banner
წინა სტატიაშიპირველად ლონდონის მერი მუსულმანი გახდა
შემდეგი სტატიაპოლონეთის წინადადებაა ლტოლვილებს იარაღი დაურიგონ და საომრად გააგზავნონ