თურქეთმა რუსეთის გვერდის ავლით გაზსადენი ჩაუშვა

თურქეთში ესკიშეჰიდის პროვინციაში ტრანსატლანტიკური გაზსადენი (TANAP) საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაქაჩავს, იქიდან კი ევროპაში – სააგენტო Anadolu წერს. “TANAP-ი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, ასევე, ახალი პროქტების მაცნეა” – გახსნის ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა და თქვა, რომ გაზსადენს “ენერგეტიკის აბრეშუმის გზას” უწოდებენ. თურქეთის ლიდერის თქმით, გაზსადენის თავდაპირველი გამტარიანობა 16 მილიარდი კუბომეტრი იქნება წელიწადში, მათგან უმეტესი ნაწილი (10 მილიარდი) ევროპაში გავა.

TANAP-ი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების ალტერნატიული პროექტია. ის სამხრეთის გაზის კორიდორის ნაწილს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ პროექტის ფარგლეში საქართველოსა და თურქეთს გავლით ევროკავშირის წევრი ქვეყნები საწვავს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიპარიზში უცნობმა მძევლები აიყვანა
შემდეგი სტატიამაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია გადაარქვეს