თურქეთმა – რუსეთი, სირიაში ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა…

„თურქეთი არავის მიწებს არ ხელყოფს და არც შეუძლია“

9 დეკემბერს ანკარაში უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ, რუსეთი სირიაში ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა…

დავუთოღლუს განცხადებით, რუსეთის სამხედრო ზალები დევნიან სირიაში თურქმენებს და სხვა სუნიტ მოსახლეობას საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან, რათა ასადის რეჟიმმა და რუსმა სამხედროებმა უსაფრთხო სამხედრო ბაზები მოაწყონ მათ ტერიტორიებზე… ,,ისინი დევნიან მათ, რათა სირიის რეჟიმის და რუსული ბაზები ლატაკიაში და ტარტუსში უსაფრთხოდ ყავდეთ,, განაცხადა დავუთოღლუმ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპუტინი: იმედი მაქვს ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაგვჭირდება…
შემდეგი სტატიაშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა