პუტინი: იმედი მაქვს ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაგვჭირდება…

პუტინი: მინდა ევროპელები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ოკეანის მიღმიდან არ ელოდებოდნენ მითითებებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, რუსული წყალქვეშა ნავიდან სირიაში ისლამისტების პოზიციებზე გაშვებული ,,კალიბრის,, ტიპის რაკეტებზე ისაუბრა…

,,ამჯერადაც, ,,კალიბრმა,, აჩვენა თავისი ეფექტურობა დიდი მანძილზე სამიზნის განადგურებაში… ეს თანამედროვე, მაღალეფექტური და მაღალი სიზუსტის რაკეტებია, რომელთაც არამხოლოდ ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინების, არამედ სპეციალურის… ანუ ბირთვულის გადატანაც შეუძლიათ. რა თქმა უნდა ტერორისტებთან საბრძოლველად ბირთვული იარაღი არ დაგვჭირდება და იმედი მაქვს საერთოდ არ დაგვჭირდება ბირთვული იარაღი,, განაცხადა პუტინმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,შრამირება,, – ტატუირების ახალი, შემზარავი ტენდენცია (ფოტოები +18)
შემდეგი სტატიათურქეთმა – რუსეთი, სირიაში ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა…