უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება გრძელდება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია.
მათი თქმით პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა რეალურად არ დაიწყება.
“ჩვენ ვრჩებით, ვიწყებთ სამუშაო რეჟიმს და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როდის დავტოვებთ კორპუსს, ამას შეგატყობინებთ მას შემდეგ, რაც გადავგზავნით ამ დოკუმენტს. ეს არის პრევენცია იმისა, რომ ჩვენ ისევ არ მოგვატყუოს ხელისუფლებამ, როგორც ეს მოხდა პრემიერმინისტრის და განათლების მინისტრის შემთხვევაში,“ – განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.
პიკეტირების გამო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ლექციები უკვე მეორე კვირაა ვერ ტარდება.