ძლიერმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა თოვამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები გამოიწვია. ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწეოდება ხულოსა და შუახევის ორიათასამდე აბონენტს. უშუქობის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაობი და ელექტორენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. ორივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია 24 საათიანი საგანგებო შტაბი. თოვლი საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აღწევს. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს აქ თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხულო-გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა ნებადართული. ზურაბ სიხარულიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა. მისივე რეკომენდაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იქონიონ.

banner
წინა სტატიაშინარმანია: მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს
შემდეგი სტატიათსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირება გრძელდება