ირინა სარიშვილი: თქვენ რა გიხარიათ ნაცების სიძულვილით დაბრმავებულო პატარა ცახესის მონებო???

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ირინა სარიშვილი “ფეის-პოსტს” ავრცელებს.

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს

“მას, ვინც მცირე რაოდენობას დასცინის ან თავი მოაქვს დიდი რაოდენობით, წარმოდგენაც არა აქვს, რა არის სიმართლე!

სიმართლე ჩვენს გარეშეც არსებობს, თუნდაც მას არავინ აღიარებდეს. დამარცხებული სიმართლეც სიმართლეა.
სიმართლე იმარჯვებს მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს.
სიმართლის დანახვა და აღიარება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა უფრო გვიყვარს, ვიდრე გვძულს, ანუ როცა რაღაცის სიძულვილი კი არ წარმართავს, არამედ ეს სიძულვილი რაღაცის სიყვარულიდან გამომდინარეობს და მაშინ ამ სიძულვილის წარმმართველიც სიყვარულია!

უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ოკუპაციის თემაზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორთა მიმართ ანტიპათიის გამო, საზოგადოების სოლიდური ნაწილიდან ინთხევა ბოღმა, გესლი, არის ჟივილ–ხივილი იმასთან დაკავშირებით რომ ცოტა ხალხი იყო და ა.შ.

რაოდენობასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს ვიტყვი:
იმ ჭაობის გათვალისწინებით, რაშიც ვცხოვრობთ, მოსალოდნელზე მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში უკვე მერამდენედ ოკუპაციის თემაზე!
მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ! თუნდაც არავინ გამოსულიყო!

მე ვეკითხები “მოზეიმე უმრავლესობას”:
ხვდებით მაინც, როცა ოკუპაციის თემაზე ჩატარებულ აქციებს აქილიკებთ, რას აკეთებთ???
რა, არ არის საქართველო ოკუპირებული???
აქციის ორგანიზატორები არ მოგწონთ? ჩაატარეთ თქვენ თვითონ, დაგიშალათ ვინმემ???
ასეთ აქციებს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამასაც ვერ ხვდებით???
რა უფრო მეტია თქვენში: ამ ქვეყნის სიყვარული თუ ნაცების ან ვისიც არ უნდა იყოს, სიძულვილი???
რა შუაშია უმცირესობა და უმრავლესობა?
არც უმცირესობაა სათაკილო და არც უმრავლესობა სატრაბახო.
მთავარი სიმართლეა!
სიმართლე, რომელიც ჩვენს გარეშეც არსებობს!
და ძალიან ცუდი, თუ ამ სიმართლეს დღეს უმცირესობა აღიარებს!
თქვენ რა გიხარიათ ნაცების სიძულვილით დაბრმავებულო პატარა ცახესის მონებო??? ხვალ რომ ერთმანეთს დაერევით და უკვე დარეულები ხართ, ამას ვერ ხედავთ??? ხვალ თქვენ იქნებით უმცირესობაში და მერე???
ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია!
არ გინდათ გამარჯვებულ, წელში გამართულ საქართველოში ცხოვრება?
ეს ცხოვრება მონათა აჯანყებით ვერ მოვა!
ამ ცხოვრებას თავისუფლებისთვის ბრძოლა მოიყვანს!

P.S. ისე, ცნობისათვის, ჯაჭვი კანცელარიიდან რუსეთის სალჩომდე რამდენიმე ფენად იყო, დღევანდელი ხელისუფლების მოტრფიალეებო და ეტყობა ამან უფრო გაგაცოფათ” –წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა სპეციალური მიმართა გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს