23.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა.

ეკა მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის” გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

“მე ვთვლი, რომ ჩემი გათავისუფლება სამსახურიდან იყო უკანონო. ძალიან მიხარია, რომ იგივეს ფიქრობენ იურისტები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე დასრულდება ჩემი გამარჯვებით, რაც იქნება მაგალითი ყველა ჟურნალისტისთვის, მედიის ყველა წარმომადგენლისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის ქვეყანაში, რომ უსამართლობა ისჯება,” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდსა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ვფიქრობ, რომ “მაესტროსთან” მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: თქვენ რა გიხარიათ ნაცების სიძულვილით დაბრმავებულო პატარა ცახესის მონებო???