თენგის გუნავა: ვდგავარ იქ სადაც ქვეყნის მომავლისთვის არის აუცილებელი

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურებანაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ გუნავა, პარლამენტში შესვლის სურვილის გამო მისი და სხვა წევრების წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელით პასუხობს…
,,მოკლედ თავს ვიკავებდი ბევრი მიზეზის გამო, თუმცა აღვირახსნილმა დაბრალებებმა გადამაწყვეტია მოგმართოთ. ჩემო მეგობრებო, არასოდეს არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი რომელიც ვნებდა ჩემს ქვეყანას, უახლოეს მეგობრებს და თანამებრძოლებს!
მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა ჩემს ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და პრორუსული, ოკუპანტი ძალების გააქტიურებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ვმდგარიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდით, ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. რის შემდეგაც მე გამოვიარე არაერთი უსამართლო დევნა და დაპატიმრება! არ ვართ ღირსი არც მე და არც ჩემი მეგობრები, პარლამენტში შესვლის მხარდაჭერის გამო ვინმე ცალკეულმა პიროვნებებმა მოგვაწებოს ღალატი და ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა, სწორედ იმ ადამიანებს გავეცით პასუხი აღნიშნული განცხადებით რომელიც საჯაროა ყველასთვის, დანარჩენს დრო გამოაჩენს ჩვენ ვიქნებით ცუციკები, კომისრები თუ მებრძოლები, რომლებიც ერთიანი სულისკვეთებით საბოლოოდ დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მის მარიონეტ მთავრობასთან ერთად! მე არასოდეს ვარტყამ მათ, ვისთან ერთადაც ვდგავარ და მეორე, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის მომავლისთვის არის აუცილებელი!,, წერს გუნავა

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა პოროშენკოს სპიკერს ფინია უწოდა
შემდეგი სტატიადემოკრატები ტრამპის შვილს გამოქვეყნებული ბიულეტენის გამო უჩივიან