დემოკრატები ტრამპის შვილს გამოქვეყნებული ბიულეტენის გამო უჩივიან

14997151_672567706236753_1520423643_nამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატები აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის შვილს, ერიკ ტრამპს ,,ტვიტერში,, გამოქვეყნებული საარჩევნო ბიულეტენის გამო უჩივიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვაჟიშვილმა სოციალურ ქსელში ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელშიც მამისთვის მიცემული ხმას კომენტარიც დაურთო… ,,უდიდესი პატივია საპრეზიდენტო ხმა მისცე მამას, რომელმაც აშშ-სთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა,,
დემოკრატებმა ტრამპის ვაჟიშვილის ქმედება გააპროტესტეს. ორგანიზაციამ ,,დემოკრატიული მოძრაობა ტრამპის წინააღმდეგ,, ხელისუფლებასთან უჩივლა ერიკ ტრამპს ჩადენილი უკანონო ქმედების გამო… ,,ტრამპების ოჯახი კვლავ ისე იქცევა, თითქოს კანონი მათ არ ეხებოდას,, აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი სკოტ დვორკინი და ხელისუფლებას კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიკუთვნების შესახებ მიუთითა ტრამპის ვაჟის მიმართ, რომელიც რომელშიც როგორც ჯარიმა, ასევე პატიმრობაც იგულისხმება.

banner
წინა სტატიაშითენგის გუნავა: ვდგავარ იქ სადაც ქვეყნის მომავლისთვის არის აუცილებელი
შემდეგი სტატიაინდიანასა და კენტუკის შტატებში ხმის მიცემის პროცესი უკვე შეწყდა