საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის რადას დეპუტატს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან – ალექსეი გონჩარენკოს ფინია უწოდა.
,,ის ფაქტი, რომ პეტრო პოროშენკოს ბლოკს წარმოადგენს დეპუტატი გონჩარენკო, მეტყველებს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტეზე… სისუსტეა, რომ პრეზიდენტის პარტიის მთავარი სპიკერი ფინიაა,, აცხადებს სააკაშვილი
აღსანიშნავია, რომ ალექსეი გონჩარენკო, 2014 წლის მაიდანის მოვლენებამდე, დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.