თეა წულუკიანმა სოფელ რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. წულუკიანის თქმით, ორსანტიის შემდეგ ეს ერთ-ერთია იმ საზოგადოებრივ ცენტრებს შორის, რომელიც ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან. თეა წულუკიანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ცენტრის მომსახურებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად „აფხაზი დები და ძმები“ ისარგებლებენ. მინისტრის განმარტებით, გარდა იმ მომსახურებისა, რომელიც არის საზოგადოებრივ ცენტრებში, აქ იქნება ინტერნეტი.

banner
წინა სტატიაში“ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინა არის”- თოფაძე თინა ხიდაშელზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისში აღდგება