“ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინა არის”- თოფაძე თინა ხიდაშელზე საუბრობს

“მრეწველთა” ლიდერი თავდაცვის მინისტრის კრიტიკას განაგრძობს. როგორც გოგი თოფაძე სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის “რესპუბლიკელებს” შეჯიბრში იწვევს.
თოფაძე რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკელებმა” და “მრეწველებმა” საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში. შემდგომ კი ისევ კოალიციაში გაერთიანდნენ”.

რაც შეეხება პირადად თინა ხიდაშელს დეპუტატმა დღესაც გაიმეორა რომ თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოს არჩევნები გააყალბა.

„თინა ხიდაშელს ჩემთვის შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა. ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინა არის?“ – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

მან დღეს პრემიერ-მინისტრს პოზიციაც შეაფასა, გოგი თოფაძე ამბობს, რომ პრემიერს კორექტული განცხადება ჰქონდა და ის იღებს მისგან შენიშვნას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოსთან ერთად რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა სოფელ რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა