თბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კახიანი იქნება

თბილისში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კახიანი იქნება. ამ ინფორმაციას თავად დეპუტატი ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ ოლქში იყრის კენჭს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად სავარაუდოდ სახელდებიან ასევე გიორგი ვოლსკი და გია ჟორჟოლიანი.

როდის წარადგენს მმართველი გუნდი თბილისის მაჟორიტარებს ჯერჯერობით უცნობია. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ ეს უახლოეს დღეებში მოხდება, თუმცა მანამდე აჭარის კანდიდატებს დაასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიაეროვნული ფორუმის ოფისის შემდეგ, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს