თბილისში, კეკელიძის N16-ში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფა, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან, კეკელიძის 16 ნომერში გაიხსნა.

სანდრო გირგვლიანის დედის სახლთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიკრიბნენ, რომელთაც დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა.

თბილისის მერმა ირინა ენუქიძის ღვაწლზე ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ქალბატონმა თავი სამართლიანობისთვის ბრძოლას შესწირა.

„ასეთი მემორიალური დაფა ქალაქში სხვაგან არსად გვაქვს, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული ბრძოლის სიმბოლო. ეს არის განსაკუთრებული თავგანწირვისა და სამართლიანობის სიმბოლო. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ იცოდეს იმ თავგანწირვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, რასაც ქალბატონი ირინა ემსახურა და რასაც მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე: ვრჩები პარტიაში, კოალიცია იქნება ალბათ – ყველას ასე აწყობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვია