ბურჭულაძე: ვრჩები პარტიაში, კოალიცია იქნება ალბათ – ყველას ასე აწყობს

პაატა ბურჭულაძე პარტიაში რჩება. ამის შესახენ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა.

“მოხდა დიდი რამ, რომ ჩამოყალიბდა ყველაზე ახალგაზრდა, მომავლის პარტია პროფესიონალებით, რომელიც მომავალ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივშიც. რა თქმა უნდა, ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევძელი და ახალი, ძლიერი, კარგი, ჯანსაღი ძალა შემოვიყვანე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არის საქართველოს მომავალი. მე ვრჩები პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება. ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში. მოლაპარაკება და თათბირი მიმდინარეობს, კოალიცია არის ჯერჯერობით და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ ყველას აწყობს ეს. დღეს საქართველო არის ღრმა კრიზისში, რომელსაც გამოიყვანს ზუსტად ჩვენი მოძრაობა “,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარი 2.35 ლარი გახდა
შემდეგი სტატიათბილისში, კეკელიძის N16-ში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა