საქართველოს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია.

აეროპორტში ყირგიზეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.

ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ვიზიტის მეორე დღეს ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.

ალმაზბეკ ატამბაევი ხვალ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, კეკელიძის N16-ში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი საზოგადოებას მიმართავს