თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერაქტიული პროექტი –  „საქალაქო პლებისციტი“ ამოქმედდეს!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 10, 2017 12:38

თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერაქტიული პროექტი –  „საქალაქო პლებისციტი“ ამოქმედდეს!

მნიშვნელოვანი

  • თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერაქტიული პროექტი -  „საქალაქო პლებისციტი“ ამოქმედდეს!

სხვა სტატიები

„ხშირად  დედაქალაქისთვის  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არაჯანსაღი აჟიოტაჟის საგანი ხდება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ  ხელისუფალი იმ ადამიანებს, რომლებიც დაიქირავა და ხელფასს უხდის, არაფერს ეკითხება. ამასთან, სპეციალურად ხდება აპელირება, რომ ესა თუ ის საკითხი ძალიან სპეციფიკურია და ამიტომ, მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, მოამზადონ და საკრებულომაც სასწრაფო წესით დაამტკიცოს. არადა, საკრებულოშც ამ საქმის არასპეციალისტები სხედან, ანუ თუკი აზრს საკრებულოში არჩეულ არასპეციალისტებს ვეკითხებით, ჩვენ, უბრალო მოკვდავნი ამის ღირსნი არ ვართ? – რიტორიკულად კითხულობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე და დასძენს, – კლასიკური განმარტებით, თვითმმართველობა ამა თუ იმ ქვეყნის, მხარის, ტერიტორიული ერთეულის, ორგანიზაციის ან კოლექტივის საქმეთა დამოუკიდებელი გამგებლობაა, არჩევითი ორგანოების, ან უშუალო დემოკრატიის გზით (კრება, რეფერენდუმი და სხვა საშუალები) მეშვეობით.“

როგორც გოგი ლორთქიფანიძე განმარტავს, „სამწუხაროდ, დღეს სამოქალაქო საზოგადოებას არ გაგვაჩნია მთელი რიგი პრობლემებისა და საკითხების დროული გადაწყვეტის პირდაპირი იურიდიული და პოლიტიკური ბერკეტები; ასევე, არ გვყავს  არჩეული ორგანო, რომელიც იმსახურებს ჩვენს ნდობას. აქედან გამომდინარე, გვრჩება თვითმმართველობის მეორე ფორმა, რაც გამოიხატება უშუალო დემოკრატიის განხორციელებით – შეკრებები, მანიფესტაციები, რეფერენდუმი, გაფიცვა და ა.შ.

 

გასაგებია, რომ უშუალო დემოკრატიის განხორციელება არაა იოლი და მივდივართ სხვადასხვა სახის ტექნიკურ თუ ფინანსურ პრობლემათან, მაგრამ არსებობს მარტივი გამოსავალი და ამის გაკეთება ძალიან ადვილია, თუ ამის გაკეთებას ჩვენს მიერვე არჩეული ბატონებს ვაიძულებთ.“

 

ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, რომ თბილისში, ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ინტერაქტიული პროექტი –  „საქალაქო პლებისციტი“  ამოქმედდეს.

 

„ამაში რთული და გაუკეთებელი არაფერია. ამასთ, ეს არც ახალი იდეა კი არა, კარგად გამოცდილი „ველოსიპედია“,  რომლისთვისაც მხოლოდ  პოლიტიკური ნებაა საჭირო: კეთდება აპლიკაცია, ტვირთავ მობილურში, რეგისტრირდები, ერთვები საკითხის განხილვაში და აძლევ ხმას რომელიმე პროექტის განხორციელებას, ან არ განხორციელებას.

ერთ, თბილისში 10-ჯერ დიდ ქალაქში ასეთ პროექტში ჩართულია 1 893 551 მოქალაქე. პროექტის გაშვებიდან დღემე კენჭისყრაზე გამოსული იყო 2 658 საკითხი. ამ საკითხებზე ჯამურად გამოთქმული იყო 79 550 508 მოსაზრება და ამ უზარმაზარი ქალაქის ხელისუფლებამ  75% გამოკითხულ პროექტზე მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც კენჭისყრით იქნა მიღებული, თან მოქმედებს საბონუსე სისტემა, რომლითაც ყველაზე აქტიურ მოქალაქეებს ეძლევათ ქულები, რომლებიც შეუძლიათ, საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობის რეალურ ფულზე გადაცვალონ. აი, ესაა დემოკრატია.

ეს მეგაპოლისი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნის, რუსეთის დედაქალაქი, ანუ მოსკოვია, თუმცა შვეიცარიის მაგალითს აღარ მოვიყვან – ალბათ, უხერხულიც იქნება.

ავამოქმედოთ ეს პროექტი და ვკითხოთ თბილისელებს, რა აზრის არიან ამა თუ იმ დიდი პროექტის განხორციელება-არგანხორციელებაზე: მაგალითად, „ხრუშოვკების“ განახლების პროექტზე, ქალაქის გენგეგმის მიღებაზე,  თბილისში ახალი ზონალობის, ანუ ახალი უფლებრივი დოკუმენტის  მიღებაზე, პანორამა „თბილისზე“, 1 მილიონ მწვანე ნარგავზე; უკვე დამტკიცებული პროექტების უგუველყოფაზე, საჯარო და კერძო ინტერესების კოლიზიაზე.

გამოსაკითხ საკითხზე თბილისს ყველანაირი ინფორმაცია ღიად, საჯაროდ  მივაწოდოთ და მოვუსმინოთ თბილისს,“ – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 10, 2017 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics