“ახალი საქართველო” და ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას უერთდებიან

პოლიტიკური ორგანიზაციები ”ახალი საქართველო” და ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” „თავისუფალი დემოკრატების“ წინადადებას უერთდებიან. საუბარია ინიციატივაზე, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თვითნებური მოლაპარაკებები დასჯადი გახდეს. პოლიტიკური ორგანიზაციები ამბობენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ნებისმიერი სახის დიალოგი უნდა განისაზღვრებოდეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა და პარტიები, რომლებიც ამ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი სანქციებით უნდა დაისაჯონ.

„მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინიციატივაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ „თავისუფალი დემოკრატების“ ამ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ნებისმიერი კონტაქტი, კონსულტაცია, თუ მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს, აუცილებლად, შესაბამისი სახელმწიფო წესით. განისაზღვრებოდეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და იყოს დადგენილი წესით სანქცირებული,“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სია ცნობილია
შემდეგი სტატიათბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერაქტიული პროექტი –  „საქალაქო პლებისციტი“ ამოქმედდეს!