ელისო კილაძე თბილისის ზოგიერთ რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო სიას აქვეყნებს

eliso-kilaZeჟურნალისტი ელისო კილაძე ფეისბუქის საკუთრ გვერდზე თბილისის ზოგიერთ რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო სიას აქვეყნებს.

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის ინფორმაციით, თბილისის რაიონებში მმართველი პარტია კობა კობალაძეს, ბიძინა გეგიძეს, ბექა ნაცვლიშვილის, ლევან გოგიჩაიშვილის, დაჩი ცაგურიას, ოთო აბესაძეს, გიორგი ვოლსკის, გიორგი კახიანს წარდგენს.

ცნობისთვის, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ მისი კანდიდატურა ჩუღურეთის რაიონში იყოს წარდგენილი.

მედიაში გვარცელებული ინფორმაციით კი, საკრებულოს წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, სავარუდოდ, კრწანისის რაიონში იქინება წარდგენილი – ის ამჟამად საკრებულოში სწორედ ამ რაიონის მაჟორიტარია. რაც შეეხება, კობა კობალაძეს, მას სავარაუდოდ, ნაძალადევში დაასახელებენ. გიორგი კახიანს კი საბურთალოს ერთ-ერთ ოლქში, ბიძინა გეგიძეს კი ცენტრალურ ვაკეში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ყირიმში უახლესი სისტემის საჰაერო თავდაცვითი იარაღი განალაგა
შემდეგი სტატიაზუგდიდი და წალენჯიხა 8 ოქტომბერს სავარაუდოდ ახალ გამგებლებსაც აირჩევს