რუსეთმა ყირიმში უახლესი სისტემის საჰაერო თავდაცვითი იარაღი განალაგა

რუსეთმა ყირიმში უახლესი სისტემის საჰაერო თავდაცვითი იარაღი განალაგა

kjjjრუსეთმა ყირიმში უახლესი სისტემის საჰაერო თავდაცვითი იარაღი განალაგა, რაც უკრაინასთან ბოლო დროს ვითარების დაძაბვას უკავშირდება-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აქტიურად კეთდება განცხადებები, რომ, თითქოს, უკრაინა ყირიმში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დივერსიას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ეს განცხადებები ევროკავშირმა არ დაადასტურა, რუსეთი ყირიმის შეიარაღებას ინტენსიურად ზრდის. ამასთან, სექტემბერში დაგეგმილია სამხედრო წვრთნა მასობრივი განადგურების იარაღით სიმულაციური თავდასხმის მოსაგერიებლად.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი თბილისს და კიევს რუსული აგრესიის მსხვერპლის როლის სიმულირებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე თბილისის ზოგიერთ რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო სიას აქვეყნებს