ზუგდიდი და წალენჯიხა 8 ოქტომბერს სავარაუდოდ ახალ გამგებლებსაც აირჩევს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

სავარაუდოდ 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოსცემს ბრძანებას საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის თაობაზე. ამავე დღეს მოხდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ცესკო დაადგენს არჩევნების ბოლო ვადას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზუგდიდსა და წალენჯიხაში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. მმართველ გუნდს და ოპოზიციურ პარტიებს ცეესკოს ოფიციალური განცხადების შემდეგ საშუალება ექნებათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატები გამგებლის პოსტზე. ცესკო გადაწყვეტილებას 20 აგვისტოს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ თანამდებობები 9 აგვისტოს დატოვეს. გულორდავა და თოლორაია მმართველმა გუნდმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე თბილისის ზოგიერთ რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა