თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სლოვაკეთს ელჩი ესტუმრა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სლოვაკეთს ელჩი ესტუმრა

unisსასწავლებელს რუდოლფ მიხალკა ქართულ-სლოვაკური მეგობრობის კლუბის პრეზიდენტის, პროფესორ დავით ცირეკიძის ინიციატივით ესტუმრა.
შეხვედრაზე ელჩმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სლოვაკეთის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო ფორმები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეძო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან, აგრეთვე, „ერასმუს+“-ის პროგრამებში უნივერსიტეტის ჩართვას, რაც პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლას სლოვაკეთის უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებისთვის სლოვაკეთის უნივერსიტეტებიდან პროფესორების მოწვევას გულისხმობს.
„სლოვაკეთის სახელმწიფო ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს უცხოეთის უნივერსიტეტების პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. 2016 წლიდან აღნიშნული მიმართულებით აქტიურად იქნება ჩართული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, სოლომონ პავლიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიახელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად