ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

kvirikashviliვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შესაბამისი განცხადება კვირიკაშვილმა ბელგრადში გააკეთა, სადაც ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით როგორც ეუთო-ს შესაბამის ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
ამასთან, მან საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ურყევია. ჩვენ ერთგული ვრჩებით ქვეყნის ვეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველის ხალხის არჩევანია. საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაცია, როგორც სასამართლო, ასევე იუსტიციის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას”, – განაცხადა მინისტრმა.
ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან და ასევე კოლეგა მინისტრებთან.
სერბეთი მინისტერიალს 3-4 დეკემბერს მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სლოვაკეთს ელჩი ესტუმრა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას