საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.
მათივე ინფორმაციით, დავით პატარაია, რომელიც დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
გიორგი აბაშიშვილი დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მას ასევე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაც უკავია.