„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაასრულეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაასრულეს. პარტია 200 კაციან სიას ხვალ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენს.

როგრც საარჩევნო შტაბის უფროსმა გია ცაგარეიშვილმა გამართულ პრეკონსფერენციაზე განაცხადა, სიის ფორმირების დროს ყურადღება ექცეოდა იმას, რომ სიაში ყოფილიყო მეტი ქალბატონი. საბოლოოდ სიაში 60-ზე მეტი ქალია. აქცენტი გაკეთდა ასევე ახლაგაზრდებსა და პარტიის ძველ წევრებზე. პირველ ოცეულში ცვლილება მოხდა, 13 ნორმად დასახელებული თამაზ შიოშვილის ნაცვლად ნათია კუტივაძე შევიდა სიაში.

ცაგარეიშვილის თქმით, 9 სექტმებრიდან პარტია იწყებს კარდაკარის პროგრამას, ხალხთან უფრო მეტ შეხვედრებს და მათთვის საკუთარი საარჩევნო ხედვის გაცნობას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პლენარული სესიის დაწყება ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძეზე შეტევა უზნეობაა – გია ვოლსკი