პარლამენტში პლენარული სესიის დაწყება ვერ ხერხდება

პარლამენტში პლენარული სესია, რომელიც 13:00 იყო ჩანიშნული ამ დრომდე ვერ იწყება.

დეპუტატებს, რომლებიც სხდომათა დარბაზში იმყოფებიან რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლით, თუმცა სხდომა სავარაუდოდ ქვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება.

სხდომათა დარბაზში სულ 26 დეპუტატი იმყოფება. რომელთაგან 7 “რესპუბლიკური პარტიის” წევრია, 19 “ქართული ოცნების” და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია
შემდეგი სტატია„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაასრულეს