კახა კალაძეზე შეტევა უზნეობაა – გია ვოლსკი

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, გია ვოლსკი კახა კალაძის მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს უზნეობად აფასებს.

როგორც ცნობილია, “ქართული პარტიის” თავმჯდომარემ, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებაზე გადაწყვეტილება კალაძესთან დაპირისპირების გამო მიიღო.

“ეს არამარტო უზნეობა, არამედ დაბალი პოლიტიკური გემოვნებაა ადამიანისა, რომელიც ამბობს, რომ “რუსთავი 2″ მე გადმომიფორმესო. ოქრუაშვილისნაირებს სააკაშვილის დროს, ცოტა ქონება გადაუფორმეს, ან თვითონ გადააფორმეს სხვაზე? ასე რომ, კახა კალაძეზე შეტევა და თქმა იმისა, რომ გაბრაზდა, რადგან მისი თანაგუნდელი საკრებულოს თამვჯდომარედ გაუშვეს, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სიაზე მუშაობა დაასრულეს
შემდეგი სტატია,,ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური შემთხვევები არჩევნებს არ უკავშირდება”