თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

manuchariზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა ისევ მოუგვარებელია.აპრილის დასაწყისში წყლის დაბინძურების შედეგად გავრცელებულმა ინფექციამ მოსახლეობის მასიური მოწამვლა გამოიწვია.სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ავზის დაბინძურება კანალიზაციის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია.ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა აქციაზე აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავასა და აფხაზეთის მთავრობის წარმამდგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის გამოჩენას. ადგილზე დევნილებთა იმყოფებოდა ენმ-ის წევრი ანი წითლიძეც. მანუჩარ ჩილაჩავამ დევნილებს განუმარტა, რომ 15 დღის განმავლობაში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება, მანამდე კი მათ თერმულად დამშავებული წყლის მირბა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ე.წ. ტესტების საქმეზე ლევან მურუსიძე დაკითხა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით ბაღდათის გამგებელი დააკავეს