პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ტესტების საქმეზე დაკითხა.
ლევან მურუსიძე დაკითხვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.