“ტერორისტებს უნდოდათ, შიში დაეთესათ და მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო”

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მოდუნებული ევროპა საფრთხეებს ვერ უპასუხებს, რადგან მტერი ძალიან ძლიერია.

ვიქტორ დოლიძემ გადაცემა “20.30”-ში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში ყველა თანხმდება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელმა ცივილურმა სამყარომ უმნიშვნელოვანესი ზომები უნდა მიიღოს.

“მოდუნებული ევროპა საფრთხეებს ვერ უპასუხებს, რადგან მტერი ძალიან ძლიერია. ტერორისტული ორგანიზაციის ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად, რომელმაც უკვე სერიოზული და ძლიერი ქსელი ააგო, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უნდა გადაიდგას” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ

მისივე თქმით, ტერორისტებს უნდოდათ, შიში დაეთესათ და მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო.

“ასეთი ბრიუსელი არასოდეს მინახავს. ქუჩები სამხედროებითაა სავსე და ქალაქი ომის შემდგომ პერიოდს მოგვაგონებს. დაძაბულობა განსაკუთრებით ევროსტრუქტურებში იგრძნობა. დღეს და ხვალ ევროპარლამენტი იხურება. ევროკომისიაში, გარდა უმაღლესი დონის საიდუმლო, დახურული შეხვედრებისა, ყველა სხვა, დაგეგმილი საერთაშორისო ხასიათის შეხვედრები გაუქმებულია. ჯერჯერობით, ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხეთ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით შენობაში დავრჩენილიყავით”,- აღნიშნა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველა ტერორისტული თავდასხმების უკან რუსული ინტერესებია – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია,,ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი”