,,ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეძრწუნებულია ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი გმობს ტერორიზმს, თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებს ბელგიის მეფეს, ბელგიის პრემიერს, ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ პირებს და NATO-ს  გენერალურ მდივანსა.

„ჩემი ქვეყანა, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, განსაკუთრებით აღაშფოთა და შეაძრწუნა ბელგიაში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა. კვლავ ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ, ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ და გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის  მშვიდობიანი მომავალი“- აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილებში.

banner
წინა სტატიაში“ტერორისტებს უნდოდათ, შიში დაეთესათ და მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო”
შემდეგი სტატიასენაკში გზად მიმავლ XII კლასელ გოგონებს ავტომობილი დაეჯახა