ყველა ტერორისტული თავდასხმების უკან რუსული ინტერესებია – სალომე სამადაშვილი

ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სალომე სამადაშვილი, ევროპაში მიმდინარე ტერაქტების უკან რუსულ კვალს ხედავს.

ეს განცხადება მან დღეს გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ევროპელი ლიდერები ღიად ამაზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში მსგავსი მოსაზრება თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს აქვს.

„ბელგიის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ აპირებენ ისინი, გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. აშკარაა, რომ აუცილებელია, შენარჩუნებული იქნას ტრანსატლანტიკური ერთიანობა, რასაც ურტყამს რუსეთის ფედერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ საუბრობენ ევროპელი ლიდერები რუსეთის როლზე ტერორიზმის დასპონსორებაში, ისინი პირად საუბარში ამბობენ, რომ უშიშროების სამსახურებზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ყველა ტერორისტული თავდასხმების უკან არის რუსული ინტერესები,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=SYM8fw2i3ew&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიბელგიის მეფე: ჩვენ ერთმანეთისადმი ნდობა არ უნდა დავკარგოთ
შემდეგი სტატია“ტერორისტებს უნდოდათ, შიში დაეთესათ და მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულიყო”