ტექნიკურმა უნივერსიტეტმა PLAGIAT.PL-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა უმასპინძლა პოლონური კომპანიის plagiat.pl-ის წარმომადგენლებს – კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ალი თაჰმაზოვსა და ბიზნესის განვითარების მენეჯერს, ოლგა შარაპკინას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები – ლევან კლიმიაშვილი და ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტის დეკანები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ანტიპლაგიატური მომსახურების შესახებდა შეთავაზებული პროგრამის ფარგლებში განიხილეს უმაღლესი სასწავლებლებისთვის განათლების ხარისხისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

პოლონურიკომპანიის მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის შეთავაზებული პროგრამის მეშვეობით, სტუ-ის შესაბამისი სამსახურები შესძლებენ რეგულარულად და ოპერატიულად შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათში შემავალი ფაილების ფიქსირებული რაოდენობა და სიმბოლოები.

აღინიშნა, რომ ანტიპლაგიატური სისტემა დოკუმენტების შემოწმების მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინსტრუმენტია, რომელიც ადარებს და აანალიზებს სიტყვებსა და ფრაზებს სპეციალური მონაცემთა ბაზების მეშვეობით. ამასთან, სისტემა აფიქსირებს დოკუმენტებში შინაარსის ნებისმიერ ცვლილებას. აღნიშნული სისტემა, Google-ის საძიებო სისტემაზე დაყრდნობით, ინტეგრირებულია სხვადასხვა სარედაქციო სისტემებთან, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება.

banner
წინა სტატიაშიკანონის წინაშე ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც, არის თანასწორი – იზორია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს