კომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვისთაობაზე, 400-მდე ოჯახის განაცხადსა და ვაზიანში, 40 ოჯახისთვის ბინებისგადაცემის საკითხებს განიხილავს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძოსახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო სახლს შეისყიდის. ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ448 დევნილმა ოჯახმა შეავსო.

აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმაადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველადდევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. მონიტორინგისპერიოდში, დევნილი ოჯახების ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევანისახლის შესყიდვაზე გააკეთა. კომისია აღნიშნული დევნილი ოჯახების საკითხსაცგანიხილავს. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველიმოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები, სახალხოდამცველის აპარატისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებიესწრებიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ისღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურმა უნივერსიტეტმა PLAGIAT.PL-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე – უსუსური და მატყუარა ხელისუფლება გვყავს