კანონის წინაშე ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც, არის თანასწორი – იზორია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია:
“რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროკურატურა აქტიურად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეეგროვებინა მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წაეყენებინა ყოფილი პრეზიდენტისთვის. ეს ბრალდები არის ძალიან სეროზული. შესაბამისად, პროკურატურას ჰქონდა საკმაოდ კარგი სამართლებრივი საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება მოეთხოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა, მათ შორის, პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არის თანასწორი. როდესაც არსებობს დანაშაულის ფაქტები, ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. სხვათაშორის, როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიარის თუ არა ეს, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინული პოლიტიკის დასასრული?
შემდეგი სტატიატექნიკურმა უნივერსიტეტმა PLAGIAT.PL-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა