ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში? – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს მიმართავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 17:51

ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში? – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს მიმართავს

მნიშვნელოვანი

  • „წაგიკითხავთ რომანი ნოდარ დუმბაძის ხომ? შოშია რომ თავში ხელს ირტყამს, რა მინდოდა წვენებშიო. ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში?“ - ამ კითხვით პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ვანო მაჭავარიანს მიმართა.

სხვა სტატიები

„წაგიკითხავთ რომანი ნოდარ დუმბაძის ხომ? შოშია რომ თავში ხელს ირტყამს, რა მინდოდა წვენებშიო. ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში?“ – ამ კითხვით პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ვანო მაჭავარიანს მიმართა.

პარლამენტარები ამ წუთებში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ვანო მაჭავარიანს უსმენენ და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

რომან გოცირიძეს აინტერესებს, მომავალი ფინანსთა მინისტრი მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას.

„ვისი რეკომენდაციით ინიშნებით თქვენ? თქვენ იცნობთ თუ არა, პრემიერ-მინისტრს? საიდან მოუვიდა იდეა პრემიერ-მინისტრს, რომ „ჯეოსელის“ საკმაოდ კარგი ბიზნეს მენეჯერი წამოიყვანოს მაკროეკონომიკური სფეროს უზარმაზარ, განსხვავებულ სამყაროში. აი, ალპინისტი, რომ ხარ და სადღაც მცურავად ან მყვინთავად, რომ წამოგიყვანოს, ხომ ცოტა მოულოდნელია, ვის გაუჩნდა ეს იდეა, ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია. თქვენ ხომ ლიმიტირებული დრო გაქვთ, თქვენ ხომ ერთი წელი იქნებით ფინანსთა მინისტრი, მოტივი რა არის? თქვენ ხომ გინახავთ ძალიან კარგი ფილმი თუ სპექტაკლი თუ რომანი წაგიკითხავთ ნოდარ დუმბაძის ხომ, შოშია რომ თავში ხელს ირტყამს, რა მინდოდა წვენებშიო. ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 17:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics