მმართველ პარტიაში სიღრმისეული კონსულტაციები შედგება და საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლომდე დავასახელებთ

სახელისუფლებო გუნდში არის გარკვეული პროცესი, რადგან ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ რაიმე ისეთი, რაც საბოლოო შედეგზე, ან კანდიდატურაზე საუბრის საშუალებას დღეს მოგვცემდა, არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სიღრმისეული კონსულტაციები შედგება და საპრეზიდენტო კანდიდატებზე ზაფხულის ბოლომდე მმართველ პარტიას ექნება პოზიცია.

„სახელისუფლებო გუნდში არის გარკვეული პროცესი, რადგან ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ რაიმე ისეთი, რაც საბოლოო შედეგზე, ან კანდიდატურაზე საუბრის საშუალებას დღეს მოგვცემდა, ამგვარი არ არსებობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში
შემდეგი სტატიატელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში? – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს მიმართავს