როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, ავსტრიულ გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან უარი თქვა პრეზიდენტ პოროშენკოს წინადადებაზე, გამხდარიყო ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი.
,,მე არ მინდა დავტოვო კიევის მერის პოსტი და გავცვალო ის სხვა თანამდებობაზე და ამიტომაც უარი განვაცხადე პრეზიდენტის წინადადებაზე, გავმხდარიყავი ვიცეპრეზიდენტი”-განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. მან ცოტა ხნის წინ, აგრეთვე უარი თქვა დაეკავებინა საპარლამენტო სავარძელი, მას შემდეგ რაც ჩატარდა რადას არჩევნები და მან თავისი პარტიის სიით მიიღო მანდატი.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა, გათვალისწინებული არ არის