სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობისათვის რუსეთის 11 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობისათვის რუსეთის 11 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

turkey_explosionსტამბოლის პროკურატურამ აეროპორტის ტერაქტის გამო ეჭვმიტანილ 17 დაკავებულს დღეს ბრალი წაუყენა. მათ შორის 11 რუსეთის მოქალაქეა და 6 თურქეთის – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ერდორანმა განაცხადა, რომ სტამბოლის აეროპორტის ტერაქტში მონაწილე 30 პირი დაკავებულია.
“მათ დაკავებას შეუძლია სწორ კვალზე გაგვიყვანოს. თქვენ ნახეთ, რომ მათ შორის არიან დაღესტნის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები” – განაცხადა ერდორანმა. თურქეთმა ასევე თქვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა ფრონტზე გააგრძელებს.
1 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტთან დაკავშირებით 11 უცხოელი დააკავეს.
ტერაქტის ერთ-ერთ შესაძლო ორგანიზატორად სახელდება ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ევროპაში იყო ემიგრირებული და რომელზეც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

სტამბოლის აეროპორტის ტერაქტში 45 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ და ლიაშკომ რადას ტრიბუნა დაბლოკეს
შემდეგი სტატია(video) სოხუმში დაძაბულობა არ იკლებს