სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან პოლიციელების სიმრავლეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან პოლიციელების სიმრავლეა.

როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე სამართალდამცველი საარჩევნო უბნის შესასვლელთან დგას.

ამის მიზეზი უბანთან არსებული რიგი და ხალხის უკმაყოფილებაა. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დროულად მიეცეთ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : “არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში”
შემდეგი სტატია8 საათზე იწყება ხმების დაცვის პროცესი – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება